logo
ENG



ბრიტანეთის დაზვერვა: ბოლო 24 საათის განმავლობაში კიევთან რუსეთის წინსვლა უმნიშვნელო იყო

01 მარ 202211:29
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/01/ryyzpta8ymcvha1.jpg

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინაში არსებულ ვითარებაზე დაზვერვის განახლებული ინფორმაცია გამოაქვეყნა. 

მათი ცნობით: 

  • კიევთან რუსეთის წინსვლა ბოლო 24 საათის განმავლობაში უმნიშვნელო იყო, მიზეზი, სავარაუდოდ, რუსული ჯარის მუდმივი ლოგისტიკური სირთულეებია. 

  • რუსულმა ძალებმა გააძლიერეს არტილერიის გამოყენება კიევის ჩრდილოეთით და ხარკოვისა და ჩერნიგოვის სამხრეთით. მძიმე არტილერიას იყენებენ მჭიდროდ დასახლებულ უბნებში, რამაც შეიძლება გაზარდოს მსხვერპლი მშვიდობიან მოქალაქეებს შორის. 

  • რუსეთს ჩაეშალა უკრაინის ცაზე კონტროლის დამყარების მცდელობა, ამიტომ, რუსული ჯარი ოპერაციებს ატარებს ღამით, დანაკარგის შემცირების მიზნით. 

close დახურვა